დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016423 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2019; 190040000.35.149.016415) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის, 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ის თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა: ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის, 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით,განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალურიამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით (IV ხარისხის სუნთქვის ფუნქციის უკმარისობით), 0-დან 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული),დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის, 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით,განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალურიამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით (IV ხ. სუნთქვის ფუნქციის უკმარისობით), დაავადებული პირები. დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლს, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტის: 4. საგანგებო მდგომარეობის გამო, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ (დიალიზი) თითოეულ ბენეფიციარს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, თვეში ერთხელ ტრანსპორიტირებისთვის ჩაერიცხოთ ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის, 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მარტოხელა მშობელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ თითოეულ 18 წლამდე ასაკის ბავშვზე 400 ლარის ოდენობით; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები