დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017908 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:
„მუხლი 12. გარდამავალი დებულება 1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე–12 პუნქტების მოთხოვნები მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.“. |
მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-12 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის გაცემულია მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ან/და უკვე გამოცემულია ბრძანება ამ პირთა საჯარო სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე ან რომლებსაც არ დაუდასტურდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და უარი ეთქვათ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე პირველ კლასში ჩარიცხვაზე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩარიცხული მოსწავლეების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების შემდეგ, დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა დასკვნის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა. 3. დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ამ ბრძანებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. |
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები