დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.034.016966 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
34
06/04/2020
ვებგვერდი, 07/04/2020
010170000.22.034.016966
თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/04/2020 - 05/07/2022)
|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №81 ბრძანება „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, გაცემისა და შეცვლის წესი“ (www.matsne.gov.ge, 27/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016389). |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის (შემდგომ – ცნობა) ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე და განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის რეკვიზიტებს, ცნობის გაცემის, შეცვლისა და ასლის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. ცნობა (დანართი) ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას.
3. სათანადო ფორმის გარეშე, მათ შორის, თარიღებისა და სიტყვების ცვლილების შემთხვევაში, გაცემულ ცნობას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
4. ცნობის გაყალბება ან სხვა პირისათვის გადაცემა ისჯება კანონით.
მუხლი 2. ცნობის რეკვიზიტები და აღწერილობა
1. ცნობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) წარმოშობის ქვეყანა
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ფოტოსურათი;
თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ი) ცნობის გაცემის თარიღი;
კ) ცნობის მოქმედების ვადა;
ლ) სპეციალიზებული ბეჭედი;
მ) ცნობის ნომერი.
2. ცნობა გაიცემა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ცნობა არის ერთგვერდიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბლანკზე დამზადებული დოკუმენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (შვილები), მასზე გაცემულ ცნობაში მიეთითება არასრულწლოვანი შვილის (შვილების) მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი.
მუხლი 3. ცნობის შევსება, შეცვლა და ასლის გაცემა
1. ცნობის შევსებას, შეცვლას და ასლის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).
2. ცნობის შევსება ხდება თავშესაფრის მაძიებლის ანკეტაში ან/და საიდენტიფიკაციო დოკუმენტში არსებული მონაცემების საფუძველზე.
3. ცნობის შეცვლა ხდება ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილების შეტანის შემთხვევაში.
4. ცნობის ასლის გაცემა ხდება, ცნობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში. დაზიანებული ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს დეპარტამენტში.
5. ცნობის დაკარგვის ან ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს დეპარტამენტს.
6. ცნობის შეცვლის ან ასლის გაცემის მოთხოვნით, ცნობის მფლობელი თავშესაფრის მაძიებელი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს.
7. ცნობის შეცვლის ან ასლის გაცემის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზით შეცვლილი ცნობა ითვლება ძალადაკარგულად.
8. შეცვლილი ცნობა და ასლი გაიცემა პირველი ცნობის მოქმედების ვადით.
|
3.
28/11/2025 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
115 -
ვებგვერდი, 01/12/2025
2.
18/06/2024 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
44 -
ვებგვერდი, 19/06/2024
1.
05/07/2022 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
67 -
ვებგვერდი, 06/07/2022
დოკუმენტის ცვლილებები
3
მიღების თარიღი : 28/11/2025
გამოქ. თარიღი : 01/12/2025
დოკუმენტის ნომერი : 115
თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ
2
მიღების თარიღი : 18/06/2024
გამოქ. თარიღი : 19/06/2024
დოკუმენტის ნომერი : 44
„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 05/07/2022
გამოქ. თარიღი : 06/07/2022
დოკუმენტის ნომერი : 67
„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები