„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9435
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016561
9435
27/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
000000000.00.00.016561
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9435

2020 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლევან კაკავა – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) მამუკა ბარათაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

გ) ვახტანგ ლაშქარაძე – შემოსავლების სამსახურის მრჩეველი;

დ) დინარა ჩუბინიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ე) მერაბ არახამია – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ვ) ემელიანე მამალაძე – საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსი;

ზ) ნინო მაისურაძე – დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

თ) შოთა ვალიშვილი – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ი) შალვა კოპალეიშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;

კ) ლევან ბაინდურაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ლ) ლევან სირანაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                               ლევან კაკავა