დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.161.016462 |
9
30/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
010250040.35.161.016462
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში – „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 19/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.161.016392) და: რეგლამენტის მე-7 მუხლს „საკრებულოს მუშაობის საერთო წესს“ დაემატოს მე-10 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილება, ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები