„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021915
203
30/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
240110000.10.003.021915
„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2020 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2018, 240110000.10.003.020907) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის − „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“:

1.  მე-3  მუხლის  მე-8 პუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი შინაარსის  81-82  პუნქტები:

„81. პირობითი აღიარების ვადის პერიოდში, ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე, სააგენტო აჩერებს პირობითი აღიარების  ვადის დინებას იმ ვადით, რომელსაც ითხოვს ბიზნესოპერატორი. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე განახლდება პირობითი აღიარების ვადის დინება. ბიზნესოპერატორს ეკრძალება საქმიანობა იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული აქვს პირობითი აღიარების მოქმედების ვადა.

82. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა  პირობითი აღიარების ვადის გაგრძელებაზე და ის ისევ მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების  შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. აღიარების გაუქმება

1. სააგენტო აუქმებს აღიარებას:

ა) ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე;

ბ)  თუ ინსპექტირების დროს გამოვლინდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;

გ) თუ ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ მისი საქმიანობა ვერ აკმაყოფილებს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სააგენტო აუქმებს პირობით აღიარებას, თუ პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეჩერებული აქვს საქმიანობა  ამ წესის მე-3 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6.  გასაჩივრების წესი

ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების თაობაზე ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია