შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/7-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2020
სარეგისტრაციო კოდი
06/7-რ
27/03/2020
ვებგვერდი, 01/04/2020
შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება №06/7-რ

2020 წლის 27 მარტი 

ქ. თბილისი

 

შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერის“ 2020 წლის 27 მარტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404541698, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012047) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს შპს „ქომფეარ სადაზღვევო ბროკერს“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ  ბრძანების გასაჩივრება  შეიძლება  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                       დავით ონოფრიშვილი