„ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016963
31
06/04/2020
ვებგვერდი, 07/04/2020
140130000.22.034.016963
„ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №31

2020 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.10.2017; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016681) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომში − პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური