დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016307 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016302) დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მუდმივი და არამუდმივი წევრებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არაუმეტეს 7 (შვიდი) წევრისაგან.“. 2. წესდების მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრების შემადგენლობაში, გარდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა, შედიან: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ბ)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 6. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შემადგენლობაში შედის არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული არაუმეტეს 4 (ოთხი) წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები