„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016607
17
27/03/2020
ვებგვერდი, 27/03/2020
010250050.35.148.016607
„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
      გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 27 მარტი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/12/2019, 010250050.35.148.016586) დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დიალიზზე მყოფი ადამიანების სოციალური დახმარება.

1. დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ყოველთვიური (თვეში ერთხელ) ფულადი დახმარება განისაზღვროს:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან იმ სამედინიცინო დაწესებულებამდე, რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას, დაშორება შეადგენს 5 (ხუთი) კილომეტრზე მეტს - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან იმ სამედინიცინო დაწესებულებამდე, რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას, დაშორება შეადგენს 5 (ხუთი) კილომეტრზე ნაკლებს - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) დაბადების მოწმობის ან/და ქორწინების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარლენ ნადირაძე