დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016424 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 29/01/2020; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016417) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებიდან დახმარებების გაცემის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბრძანების საფუძველზე იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი; მერიის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი/მთავარი სპეციალისტი (მხოლოდ „მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში) და საკრებულოდან მოწვევით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და არის სარეკომენდაციო ხასიათის. კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს თვეში ერთხელ მაინც. კომისიის ოქმის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები