,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016423
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
27/03/2020
ვებგვერდი, 30/03/2020
010260020.35.140.016423
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/03/2020 - 25/06/2020)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2020 წლის 27 მარტი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2017წ., 010260020.35.140.016275) დამტკიცებულ დანართში კერძოდ:

1. დანართის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან მერიის ურთიერთობების ორგანიზება; ბავშვის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა საკითხების სწრაფი და დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; მერიის ოფიციალურ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერის წარმომადგენელთა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულების, წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა; მუნიციპალიტეტის ვებ.გვერდის და საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა“.

2. დანართის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში ამ დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. მათი უფლებამოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას“.

3. დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი“.

4. დანართის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ტექსტში ჩანაწერი „14 სამუშაო დღის განმავლობაში შეიცვალოს ჩანაწერით „5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ. ტექსტის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე