დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.138.016402 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.138.016323) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც სამსახურში მიიღება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. |
2.
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერის წარმომადგენელი მიიღება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.“. |
3.
მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მერის წარმომადგენელს ჰყავს ასისტენტი/ასისტენტები, რომელიც არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და სამსახურში მიიღება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასისტენტი ხელს უწობს მერის წარმომადგენელს, მისთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაში. ასევე ასრულებს მისთვის დაკისრებულ დავალებებს.“. |
4.
მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) პროფესიული საჯარო მოხელე – პირი, რომელიც მერიაში ინიშნება უვადოდ მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება; გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. 2. მერიაში დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები