„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016773
31
27/03/2020
ვებგვერდი, 30/03/2020
120340000.22.026.016773
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №31

2020 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის მე-4 გრაფა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სარდალი

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები);

უფროსი (ეროვნული გვარდია)

ხელმძღვანელი (ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი/აკადემია, კავშირგაბმულობის ცენტრი, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, ასეული, ბატარეა, კურსი, პოლიკლინიკა, რაზმი, რგოლი, ჯგუფი, საპატიო ყარაული, სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი, სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი)

 

4.1. დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში

4.2. დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის – რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

 

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

“.

2. №2 დანართის მე-4 გრაფა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სარდალი

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები)

უფროსი (ეროვნული გვარდია)

ხელმძღვანელი (ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი/აკადემია, კავშირგაბმულობის ცენტრი,  ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი)

 

4.1. დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი, მიუხედავად სამხედრო წოდებისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში

4.2. დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

 

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი