„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016472
05
25/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
010250050.35.117.016472
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2020 წლის 25 მარტი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016333) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, მერის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“

ბ)  მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურეები

1.მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მერის უფლებამოსილების ვადით და მერს ხელს უწყობს უფლებამოსილების განხორციელებაში;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც მერიაში მიიღება დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად.

2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და ადმინისტრაციული/შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად. “

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე