დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 193/ო |
დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 18/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 18/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.012.003.290 |
|
საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
|
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებ:
1. საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება ჩატარდეს „ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის №275 ბრძანებულებით გათვალისწინებული მესამე დინის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტით (დანართი 1). 2. დამტკიცდეს საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების წესი (დანართი 2). 3. საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმება ჩატარდეს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებში დადგენილი წესით. 4. დამტკიცდეს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობის ფორმა (დანართი 3). 5. დაევალოს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტებს: დააწესონ მკაცრი კონტროლი საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების ხარისხზე და ყოველწლიურად წარმომიდგინონ შესაბამისი ინფორმაცია. 6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს (ა. გამყრელიძე). მინისტრი ა. ჯორბენაძე დანართი 1 ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის N 275 ბრძანებულებით გათვალისწინებული მესამე დონის მოთხოვნათა შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების სტანდარტი კონსულტაციები კომისიის თავმჯდომარის კონსულტაცია. ნევროპათოლოგის კონსულტაცია. თერაპევტის კონსულტაცია. ოკულისტის კონსულტაცია. ლარინგოლოგის კონსულტაცია. ფსიქიატრის კონსულტაცია. ნარკოლოგის კონსულტაცია. ქირურგის კონსულტაცია. ფსიქოლოგის კონსულტაცია. გამოკვლევები 1. ელექტროკარდიოგრაფია. 2. არტერიული წნევის განსაზღვრა. 3. მხედველობის გამოკვლევა კორექციით. 4. მხედველობის გამოკვლევა პოლიქრომატული ცხრილებით და ანომალოსკოპით. 5. ვესტიბულური აპარატის გამოკვლევა ბარანის სავარძლით. 6. მეხსიერების გამოკვლევის ტესტი. 7. ყურადღების გამოკვლევა ბურდონის მეთოდით. 8. არსებითი ცნების განსაზღვრის ტესტი. 9. ვასერმანის რეაქცია. 10. სისხლში შაქრის განსაზღვრა. 11. ვექსლერის ტესტი (შემოკლებული ვარიანტი). 12. თემატური აპერცეპტიული ტესტი (შემოკლებული ვარიანტი). დანართი 2 საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების წესი 1. საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობისა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება ტარდება კომისიურად. 2. გამოსაკვლევმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. 3. გამოკვლევა ტარდება დადგენილი სტანდარტის მიხედვით. 4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრები ეჭვს მიიტანენ, რომ გამოსაკვლევ პირს აქვს ისეთი დაავადება, რომლის ზუსტი დიაგნოზის დადგენა ადგილზე არ ხერხდება, ამავე დროს, ეს დაავადება წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას მომავალ თანამდებობაზე საქმიანობისათვის, პირი დამატებითი გამოკვლევისათვის იგზავნება პროფილურ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებაში და იქიდან მოტანილი საბუთის საფუძველზე გაიცემა ჯანმრთელობის ცნობა. 5. კომისია გამოსაკვლევი პირის მოთხოვნით, ვალდებულია გასცეს ამონაწერი პაციენტის ამბულატორიული ბარათიდან. 6. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმებით დამადასტურებელი ცნობა გაიცემა სათანადო ფორმის დანომრილ ბლანკზე. 7. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების საფასურს იხდის გამოსაკვლევი პირი. დანართი 3 ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა
დანართი 4 იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომელთაც აქვთ უფლება ჩაუტარონ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატებს ნუსხის შედგენამდე კარგი იქნებოდა განსაზღვრულიყო გამოსაკვლევ პირთა სავარაუდო რაოდენობა, რაც შეუძლებელია. ის გარემოება, რომ გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ მხოლოდ საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატებმა, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ერთდროულად გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა დიდი არასოდეს იქნება. გამონაკლისი მოსალოდნელია 4 წელიწადში ერთხელ – დეპუტატობის კანდიდატთა შემოწმების ტალღა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თბილისისათვის სავსებით საკმარისი იქნება 2 დაწესებულება, ნებისმიერი რეგიონისათვის – თითო. ზემოხსენებული ორი დაწესებულება თბილისში რანგირებული იქნება; ან შეიძლება ერთ-ერთში გამოიყოს ცალკე კომისია, შესაბამისი ფართი და ა.შ. იგივე შეიძლება გაკეთდეს რეგიონებში. ჩატარებული გამოკვლევის საფასური უნდა გადაიხადოს საჯარო სამსახურში მიღების კანდიდატმა.
|
დოკუმენტის კომენტარები