დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280000000.32.061.016305 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/01/2020, სარეგისტრაციო კოდი 280000000.32.061.016298) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრომ (კ.კუჭუხიძე) და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ (მ. ჯაჭვლიანი) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, სამეგრელო-ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ (შემდგომში – ხელმძღვანელი) მინისტრთან შეთანხმებით, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში (შემდგომში – წარმომადგენლობა) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“ (შემდგომში – კომისია).“. ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს ტერიტორიული ორგანოებისა და წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართებზე.“; გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი, წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“; დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ტერიტორიული ორგანოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის მასალებთან ერთად ეგზავნება მინისტრს, რომელიც სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასკვნის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართათვის თანხის გადარიცხვის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები