საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანება - საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანება - საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
71
23/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 მარტის №71 ბრძანება - საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის 

ბრძანება №71

2020 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ

1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტითა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მარტის №180 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                გიორგი გახარია