„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016617
181
20/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
010250020.35.160.016617
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №181

2020 წლის 20 მარტი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის  №154 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.12.2019წ., 010250020.35.160.016590) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმის  განაშენიანების მართვის რეგლამენტის (დანართი 3) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის ზონა (შზ-2)- ცენტრის ზონა წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეული ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ცენტრის ზონა (შზ-2) იყოფა ორ სექტორად:

ა) სექტორი 1 (შზ-2)

ბ) სექტორი 2 (შზ-2)

სექტორი 1 (შზ-2) ნებარდართული სახეობაა:

  • კვების ობიექტები;
  • გართობისათვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები;
  • კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები;
  • რელიგიური/საკულტო და სოციალური ობიექტი;
  • ადმინისტრაციული ობიექტები;
  • ავტოსადგომი;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტი
  • საწყობი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები

სექტორი 2 (შზ-2) ნებადართული სახეობებია:

  • მრავალფუნქციური შენობა;
  • სასტუმრო;
  • სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები
  • კვების და საოფისე ობიექტები
  • მომსახურების ობიექტები, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტებისა;
  • ადმინისტრაციული ობიექტები
  • გასართობი დაწესებულებები რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა
  • რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;

მუხლი 2

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმის  განაშენიანების მართვის რეგლამენტის (დანართი 3) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაშენიანების პარამეტრების ცხრილი:

ფუნქციური ქვეზონები

მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი  (მ2)

უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე (მუდმივი საცხოვრებელი ერთეულები/ ჰექტარზე)

მიწის ნაკვეთის ზომები

შეწევის მანძილისადმი მოთხოვნები

შენობის მაქსიმა-ლური სიმაღლე  (მეტრები)

მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი

მიწის ნაკვეთის განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტი

მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი

მიწის ნაკვეთის მინიმა-ლური სიგანე/ ფრონტი (მეტრები)

მიწის ნაკვეთის მინიმა-ლური სიღრმე/ სიგრძე (მეტრები)

მინიმა-ლური წინა ეზო (მეტრები)

მინიმა-ლური გვერდითი ეზო (მეტრები)

მინიმა-ლური უკანა ეზო (მეტრები)

(შზ-2)-ის სექტორი 1

600

-

20

30

 3

 0

 0

 12

0.5/0.6**

2.0

0.2

(შზ-2)-ის სექტორი 2

600

-

20

40

0

0

0

-

0.5/0.7**

3.0

0.2

საქმიანი ზონა (შზ-3)

1000

--

20

30

 0

 0

 0

-

0.5/0.7**

3.0

0.2

კომერციული ზონა (შზ-5)

1000/1600*

80

20/40*

30/40*

0

0

0

-

0.7

5.0

0.2

* მრავალფუნქციური  შენობებისა და სასტუმროსთვის

**  შესაძლებელია მხოლოდ განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების შემთხვევაში

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში – „ქვეზონების რუკა“ შეტანილ იქნეს ცვლილებები  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით (თან ერთვის საინფორმაციო მასალა).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი