„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016620
184
20/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
010250020.35.160.016620
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №184

2020 წლის 20 მარტი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 08/02/2018 წ; 010250020.35.160.016459) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში  –  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმნტაციასთან  შესაბამისობაზე კონტროლი;“

„ე)   საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და ზომების განხორციელება, შესაბამისი  სამართლებრივი აქტების შედგენა;“

ბ)   მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად და  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის,  43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის საქმისწარმოებასა და პასუხისმგებლობის ზომების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას;

დ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, მხოლოდ უნებართვო მშენებლობის და I კლასს დაქვემდებარებული  ობიექტების სამშენებლო საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან  შესაბამისობაზე კონტროლს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას;

ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 552 , 771 , 772 , 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 1461,148-ე, 150-ე, 1501 , 151-ე, 152-ე, 1522, 1533, 1534, 159-ე, 1591 მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა, საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გატარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის  ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი