დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.021890 |
|
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2017, 010320000.10.003.019914) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმის“:
1. პირველი მუხლის 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მოქმედი კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იკავებს საჯარო დაწესებულებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (თანაშემწის, მრჩევლის, უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომლის) თანამდებობას ან მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის/მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სხვა თანამდებობას.“. 2. მე-2 მუხლის 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო აღწერილობა შეიცავს (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთს ან რამდენიმე პირობას): 2.1.1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემას. 2.1.2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევას. 2.1.3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებას. 2.1.4. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს: _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________. 2.1.5. მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მოიცავს: _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________. 2.1.6. საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი ფუნქციების შესრულებას.“. 3. მე-4 მუხლის 4.3.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.3.4. საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 4. მე-5 მუხლის: ა) 5.1.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.1.6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მოთავსებისას, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.“; ბ) 5.1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.1.7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“; გ) 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2. ამ ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება. სხვა საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა: 5.2.1. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5.2.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.“. 5. მე-6 მუხლის 6.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6.1. ხელშეკრულების ვადა არ აღემატება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას. აგრეთვე ხელშეკრულება შესაძლებელია, დაიდოს კონკრეტული ვადის მითითებით, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“. 6. მე-8 მუხლის: ა) 8.1.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტა.“; ბ) 8.1.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.1.9. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება.“; გ) 8.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზეც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ხელშეკრულება წყდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები