დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410040000.55.067.016111 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის №019 ბრძანების „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ და წესის:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აკრძალვის მიუხედავად, 2020 წლის 5 აპრილამდე დაშვებულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში: 1. 41° 39,564`N 041°38,496`E 2. 41° 39,772`N 041° 38,700`E 3. 41° 39,666`N 041° 38,904`E 4. 41° 39,468`N 041°38,736`E შენიშვნა: ა) აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე; ბ) ამასთან მითითებულ კოორდინატებში აკრძალულია ერთდროულად 1-ზე მეტი თევზსაჭერი გემის მიერ თევზჭერის განხორციელება; გ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ნავსადგურის კაპიტნის მითითებისთანავე (მინიმუმ 2 საათით ადრე) ან გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, თევზსაჭერი გემები ვლადებულნი არიან დაუყოვნებლივ გავიდნენ გემების მოძრაობის ხაზიდან 3 კაბელტის მოშორებით; დ) ნავსადგურის კაპიტანი დაუყოვნებლივ ათანხმებს ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან დროით ფანჯარას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ თევზჭერა მითითებულ კოორდინატებში; ე) თევზსაჭერი გემები მუდმივად უნდა იყვნენ კავშირზე ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომლებთან მე-16 რადიო არხზე; ვ) მცირე ზომის გემების საღუზე რაიონში ერთდროულად დაშვებულია მხოლოდ 6 გემის ღუზაზე დგომა.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 5 აპრილამდე. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები