სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016629
1-1/144
18/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
040030000.22.024.016629
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/144

2020 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 26/02/2018 040030000.22.024.016534) დამტკიცებულ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის პირველ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ბ) მცირე გრანტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესით:
 
ბ.ა) პროტოტიპის გრანტი – ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 15000 ლარის ოდენობით;
 
ბ.ბ) სამგზავრო გრანტი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების დასაფინანსებლად თითეული პროექტისათვის არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით;
 
ბ.გ) ღონისძიების პრიზი – ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშემწყობ ღონისძიებებში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა