„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017001
506
19/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
100020020.22.027.017001
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №506

2020 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016532) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაწესებულების მისამართია ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მკრ., მე-2 კმ. დაწესებულების ნაწილი განთავსებულია აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში.“.

მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს:

ა) 2020 წლის 20 მარტამდე №8 პენიტენციური დაწესებულების გარკვეული ნაწილის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ახალ მისამართზე (მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანი) განთავსებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

ბ) №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (გლდანის მე-7 მკრ., მე-2 კმ.) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში მდებარე შენობა-ნაგებობაში გადაყვანა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

2. №8 პენიტენციური დაწესებულების დაბა ქსანში განთავსებულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული №8 პენიტენციური დაწესებულების დებულებით პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის განსაზღვრული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული წესები.

მუხლი 3
ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი