აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება №36 - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ

აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება №36 - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 15, 13/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 450000000.32.040.000059
36
01/07/2005
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 15, 13/07/2005
450000000.32.040.000059
აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება №36 - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

 

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №36

2005 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად:

1. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (ს. კაპანაძე):

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს (ს. ქეცბა).

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                     ი. ალასანია