„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016304
8
16/03/2020
ვებგვერდი, 18/03/2020
010320040.32.061.016304
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2020 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“ №2. 10.02.2009, მუხლი 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება წელიწადში ერთხელ;“;

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიტერატურული, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით (წიგნად) გამოქვეყნების შემდეგ;“;

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრით;“;

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. კენჭისყრა ლაურეატების გამოსავლენად ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, ფარული კენჭისყრით, გამოვლინდებიან ფინალისტები. მეორე ეტაპზე კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კომისიის გადაწყვეტილება, პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და პრემიების მინიჭების შესახებ, მიიღება ასევე ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;“;

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში ბოლო ორი წლის მანძილზე წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს (არ განიხილება საბავშვო ლიტერატურა). ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების,  პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე