„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016946
13
17/03/2020
ვებგვერდი, 17/03/2020
140130000.22.034.016946
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №13

2020 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016557) პირველი მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების (დანართი №1):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იზოლატორს ხელმძღვანელობს იზოლატორის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.“;

ბ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. იზოლატორის უფროსის უფლება-მოვალეობები

იზოლატორის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს იზოლატორს, წყვეტს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ და იზოლატორის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს რეგიონული სამსახურის/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსს  წინადადებებს იზოლატორის მუშაობის ორგანიზების, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) პერიოდულად ისმენს იზოლატორის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ვ) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს შინაგანაწესისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;

ზ) აკონტროლებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა დაკავების/პატიმრობის ვადებს;

თ) არანაკლებ თვეში ერთხელ ამოწმებს იზოლატორში არსებული სამსახურებრივი გასაღებების რაოდენობასა და  საკეტების  მდგომარეობას;

ი) დაუყოვნებლივ ატყობინებს რეგიონული სამსახურის/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსს იზოლატორში:

ი.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;

ი.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;

ი.გ) მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ;

ი.დ) მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის შესახებ;

ი.ე) მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;

ი.ვ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;

ი.ზ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;

ი.თ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;

ი.ი) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;

ი.კ) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ი.ლ) მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შესახებ;

ი.მ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ი.ნ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ;

ი.ო) მოთავსებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმული ჩივილების თაობაზე;

ი.პ) მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების, არასრულწლოვნებისა და ქალების შესახებ;

ი.ჟ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მხრიდან პირველად სამედიცინო შემოწმებაზე ან/და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის თაობაზე;

ი.რ) მოთავსებული პირის სხვა იზოლატორში გადაყვანის შესახებ;      

კ) წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით დაუყოვნებლივ ატყობინებს  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი):

კ.ა) თუ მოსათავსებელ/მოთავსებულ პირს სხეულზე აღენიშნება ახლად მიღებული დაზიანება;

კ.ბ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ;

კ.გ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

კ.დ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ;

კ.ე) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

ლ) უზრუნველყოფს იზოლატორის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას;

მ) საჭიროებისამებრ მიმართავს რეგიონული სამსახურის/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსს იზოლატორის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას, აცნობს იზოლატორის მოსამსახურეებს აღნიშნულ ბრძანებებსა და მითითებებს, კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოების განხორციელებასა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის სრულყოფილად განთავსებას, ასევე პასუხისმგებელია იზოლატორში სტატისტიკის წარმოებაზე;

ო) პერიოდულად ამოწმებს იზოლატორში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების რაოდენობასა და მათ მდგომარეობას;

პ) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და ხელს აწერს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;

ჟ) შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობებს იზოლატორის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის რაიონულ ან საქალაქო დანაყოფსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შესახებ;

რ) ამტკიცებს იზოლატორის მოსამსახურეთა საგუშაგოზე მორიგეობის გრაფიკებს;

ს) იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მიმართავს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;

ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე რეგიონული სამსახურის/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსის  ცალკეულ დავალებებს.“;

ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-7 მუხლის  „ი.ა“-„ი.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“;

ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-7 მუხლის  მუხლის  „ი.ა“-„ი.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“.

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნებართვას გასცემს რეგიონული სამსახურის/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს  უფროსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური