დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016947 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მონიტორინგის სამსახური; ბ) ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური; გ) სამედიცინო მომსახურების სამსახური; დ) ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველო: დ.ა) ქ.თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო); დ.ბ) ქ.თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო); ე) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახური: ე.ა) გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ე.ბ) ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ე.გ) მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ე.დ) დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ე.ე) ახალგორის დროებითი მოთავსების იზოლატორი; ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახური: ვ.ა) ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ვ.ბ) ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ვ.გ) ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ზ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამსახური: ზ.ა) ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ზ.ბ) ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ზ.გ) ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ზ.დ) ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); თ) ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური: თ.ა) რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); თ.ბ) წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); თ.გ) მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური: ი.ა) ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ი.ბ) სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ი.გ) ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ი.დ) ჩხოროწყუს დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ი.ე) მესტიის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); კ) კახეთის რეგიონული სამსახური: კ.ა) თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); კ.ბ) საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); კ.გ) სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); კ.დ) ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ლ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური: ლ.ა) ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ლ.ბ) ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ლ.გ) ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ლ.დ) ჭიათურის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ლ.ე) სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება); ლ.ვ) ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება).“. 2. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111 რეგიონული სამსახური/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული იზოლატორების მართვას; ბ) ორგანიზებას უწევს მის დაქვემდებარებაში არსებული იზოლატორების ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგებას; გ) აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას; დ) იზოლატორების საჭიროებების გათვალისწინებით, ურთიერთობას წარმართავს დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან; ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იზოლატორებში მოთავსებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოებას; ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“. 3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; გ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; დ) დეპარტამენტის დირექტორს/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე; ე) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს. 4. რეგიონული სამსახურის/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა, ასევე: ა) აკონტროლებს დაქვემდებარებული იზოლატორების საქმიანობას, აგრეთვე შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; ბ) 24 საათის განმავლობაში ატყობინებს დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურს დაქვემდებარებულ იზოლატორებში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული იზოლატორების ტიპური დებულების მე-7 მუხლის „ი.ა“–„ი.რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების წარმოშობის შესახებ; გ) დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამსახურს დაქვემდებარებულ იზოლატორებში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული იზოლატორების ტიპური დებულების მე-7 მუხლის „ი.ა“–„ი.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების წარმოშობის შესახებ; დ) პერიოდულად ისმენს დაქვემდებარებული იზოლატორების მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ე) უზრუნველყოფს იზოლატორების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს; ვ) ამტკიცებს დაქვემდებარებული იზოლატორების მოსამსახურეების ცვლებში მორიგეობის გრაფიკებს და დეპარტამენტის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს იზოლატორის ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მოსამსახურეთა სიას; ზ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ იზოლატორში სტატისტიკის წარმოებას.“. 4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17 ამ დებულების მე-16 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, რომელიც ამავდროულად იკავებს იზოლატორის უფროსის თანამდებობას. მათი საქმიანობა რეგულირდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები