დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016605 |
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2018, №010250050.35.148.016475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. ინფორმაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ვებგვერდზე, განთავსდება PDF, Word ან/და Excel ფორმატში.“; 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების შესახებ ინფორმაცია (პროგრამები, სამართლებრივი აქტები, შესრულების ანგარიშები, განაცხადის/აპლიკაციის ფორმა), ვებგვერდის შესაბამის ნაწილში/განყოფილებაში განთავსების გარდა, ასევე უნდა განთავსდეს ერთ ნაწილში/განყოფილებაში, კონსოლიდირებულად. 6. ამ წესის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მისი თავისებურებისა და დანიშნულების გათვალისწინებით ვებგვერდზე განთავსდება Word ან/და Excel ფორმატში.“; 3. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა (ანგარიში) და წლიური ანგარიშები, საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;“; 4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშები, მათი შედგენიდან ან/და წარდგენიდან 10 დღის ვადაში;“; 5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების პროექტები, მათი შედგენიდან ან/და წარდგენიდან 10 დღის ვადაში;“; 6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები/ქვეპროგრამები და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (მათ შორის ცვლილებები), მათი ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). უნდა გამოქვეყნდეს როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცვლილება, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონსოლიდირებული ვერსია;“; 7. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი: „ქ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში/ქვეპროგრამებში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი საპროექტო განაცხადის/განაცხადის/აპლიკაციის ფორმები, მათი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები