დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016603 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016401) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი გადაცდომების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება; დისციპლინური წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით დისციპლინური წარმოების განხორციელება.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერიის საჯარო მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მერის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების შესაძლო დაწყებისა და დისციპლინური სახის ღონისძიების გამოყენების შესახებ; დისციპლინური წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით განახორციელოს დისციპლინური წარმოება.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის აქვს ორი განყოფილება: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; გ) ინსპექტირებისა და ანალიტიკის განყოფილება.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „თ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „კ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ლ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „მ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი გადაცდომების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება; დისციპლინური წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით დისციპლინური წარმოების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები