„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016602
12
13/03/2020
ვებგვერდი, 17/03/2020
010260010.35.148.016602
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2020 წლის 13 მარტი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის  კოორდინაციას, მერიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ურთიერთობას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას და განხორციელების ხელშეწყობას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციას და მათ განაწილებას მერიის როგორც პირველად, ასევე მეორად სტრუქტურულ ერთეულებს შორის;“;

„გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას და განხორციელების ხელშეწყობას.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობას.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას;“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მერის ცალკეული საორგანიზაციო დავალებების შესრულებაში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების ხელშეწყობას;“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტის გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ დადასტურების საფუძველზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გასაცემი ცნობის პროექტების შემუშავებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე