დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ცენტრის შემადგენლობისა და ფუნქციების“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016626 |
|
„ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ცენტრის შემადგენლობისა და ფუნქციების“ დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ცენტრის შემადგენლობა და ფუნქციები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ცენტრის შემადგენლობა და ფუნქციები
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
|
1. წინამდებარე ბრძანება შემუშავებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის N640 დადგენილებისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. 2. წინამდებარე ბრძანების მოქმედება ვრცელდება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდეგში „მარეგულირებელი ორგანო“) მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებაზე. |
მუხლი 2.
მიზანი და ამოცანა |
1. წინამდებარე ბრძანების მიზანია გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული დაცვისა და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2. წინამდებარე ბრძანების ამოცანაა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ცენტრის (შემდგომში − „მართვის ცენტრი“) ფუნქციების, შემადგენლობისა და ფუნქციონირების რეჟიმის განსაზღვრა.
|
მუხლი 3.
ტერმინთა განმარტება |
წინამდებარე ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინები განიმარტება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის N640 დადგენილების შესაბამისად.
|
მუხლი 4.
მართვის ცენტრის საქმიანობის მიზანი
|
მართვის ცენტრის საქმიანობის მიზანია:
ა) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებთან ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების შიდა კოორდინაცია და ორგანიზება; ბ) მითითებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული საქართველოს ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. გ) მართვის ცენტრში შექმნილი წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული სხვადასხვა ფუნქციების მქონე სამუშაო ჯგუფების მეშვეობით, მარეგულირებელი ორგანოს რესურსების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა მარეგულირებელ ორგანოზე დაკისრებული ვალდებულებების განსახორციელებლად.
|
მუხლი 5.
მართვის ცენტრის მდებარეობა და ფუნქციონირების რეჟიმი
|
1. მართვის ცენტრის წევრთა ფუნქციები განისაზღვრება ფუნქციონირების შემდეგი მდგომარეობების მიხედვით:
ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისათვის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიისათვის მზადყოფნის მდგომარეობა - მუშაობის მიმდინარე, ყოველდღიური რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ღონისძიებები რადიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის, ასევე, აღჭურვილობის, კომუნიკაციის საშუალებების ფუნქციობის შემოწმებისა და უზრუნველყოფის მიზნით. ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის მდგომარეობა - მართვის ცენტრის წევრები ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირების ღონისძიებებს. გ) მდგომარეობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის დასრულების შემდეგ - მართვის ცენტრის წევრები აფასებენ განვითარებულ საგანგებო სიტუაციას, განხორციელებულ რეაგირების ღონისძიებებს და ამზადებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს შემდგომში საგანგებნო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 2. ნებისმიერი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, მართვის ცენტრი ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმში. 3. მართვის ცენტრის საკონტაქტო ინფორმაციაა: ა) მისამართი - წინამძღვრიშვილის 200, 0112 თბილისი, საქართველო; ბ) ტელეფონის ნომერი - (+995) 32 2 50 00 47; გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი - contact@anrs.gov.ge. |
მუხლი 6.
მართვის ცენტრის ფუნქციები ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით
|
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით, მართვის ცენტრი:
ა) ახორციელებს საჭიროებების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს წინადადებებსა და მოსაზრებებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიისათვის მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში მისაღები უსაფრთხოების ნორმებისა და მოთხოვნების შესახებ; ბ) საქართველოში არსებული პოტენციური საფრთხის სახეებისა და ავარიული მზადყოფნის კატეგორიების მიხედვით, უზრუნველყოფს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიისათვის მარეგულირებელი ორგანოს მზადყოფნას; გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მარეგულირებელი ორგანოს ადამიანური, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაუყოვნებელ მობილიზებას; დ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის შემთხვევაში, აფასებს არსებულ რადიოლოგიურ მდგომარეობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში აფასებს, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის შედეგად ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებულ ზიანს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს ან/და რეკომენდაციებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მაიონებელი გამოსხივების შესაძლო ან არსებული მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად განსახორციელებელი ქმედებების შესახებ; ზ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გამოკვლევის ორგანიზებას, ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებასა და შედეგების ანალიზს; თ) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან აუცილებელი ინტერვალით იღებს და აანალიზებს ავარიულ რეჟიმში მომუშავე ქვეყანაში არსებული რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სადგურების მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მარეგულირებელი ორგანოს უფროსის მიერ წარსადგენად ამზადებს ყოველწლიურ ან/და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის დასრულების შემდგომ ანგარიშს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მიტიგაციის წინადადებები და რეკომენდაციები; კ) აანალიზებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, საერთაშორისო დახმარების საჭიროების შესახებ წინადადების მოსამზადებლად „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის გათვალისწინებული წესის შესაბამისად და ამზადებს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის მიზნებისათვის საჭირო წინამდებარე ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებულ მონაცემებს. ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამზადებს ინფორმაციას საზოგადოებაში გასავრცელებლად; მ) უზრუნველყოფს ბირთვულ ან რადიოლოგიულ საგანგებო სიტუაციასთან ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით მიღებული ყველა ინფორმაციისა და მონაცემის აღწერასა და შენახვას; ნ) მოსახლეობის, ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების პერსონალისა და პაციენტების ცნობიერების ასამაღლებლად შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს კომპეტენციის ფარგლებში; ო) შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მეშვეობით უზრუნველყოფს „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციების შემთხვევაში დახმარების შესახებ“ და „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციების შესაბამისად 24/7 რეჟიმში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან, სახელმწიფოებისაგან და სხვა წყაროებისგან ინფორმაციის მიღებასა და მიწოდებას; პ) წინამდებარე ბრძანების შესაბამისად, 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან ან/და ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით შეტყობინებისა და ნებისმიერი კომუნიკაციის შეუფერხებელი მიღებისა და გავრცელების ტექნიკურ შესაძლებლობას. |
მუხლი 7.
მართვის ცენტრის ფუნქციები ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით |
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით, მართვის ცენტრი:
ა) აკონტროლებს მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებლი ლიცენზიის მფლობელთა მიერ შესაბამის მუშაკთა (ავარიულ მუშაკთა) წელიწადში ერთხელ გადამზადებასა და გადამზადების შინაარსს; ბ) უზრუნველყოფს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციას, კომპეტენციის ფარგლებში; დ) ახორციელებს ავარიული მზადყოფნის ფორმატში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტებიდან მიღებული რადიაციული მონიტორინგისა და გარემოს რადიაციული მონიტორინგის მონაცემების დამუშავებასა და ამზადებს რეკომენდაციებს შესაბამისი პირებისათვის; ე) აკოორდინირებს რეაგირების ღონისძიებებში ჩართული უწყებების ქმედებებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს, ფარგლებში მართვის ცენტრის ყველა წევრის ჩართულობით კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ადგილზე ახორციელებს რადიაციული მდგომარეობის შეფასებასა და, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო, გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზონების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; ზ) ახორციელებს შიდა კოორდინაციას ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების ან/და რადიოაქტიური წყაროს ტრანსპორტირებისათვის რადიაციული უსაფრთხოების ზომების შესამუშავებლად; თ) ახორციელებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტებზე რადიოაქტიური ნარჩენებისა და წყაროების უსაფრთხო შენახვის შიდა კოორდინაციას. |
მუხლი 8.
მართვის ცენტრის ფუნქციები ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით
|
ტრანსეროვნულ (ტრანსსასაზღვრო) ავარიასთან დაკავშირებით, მართვის ცენტრი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს წინადადებებს სხვა სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე; ბ) განსაზღვრული პირის მეშვეობით ახორციელებს საერთაშორისო რადიოლოგიური მონიტორინიგის სისტემების მუდმივ კონტროლს. გ) აფასებს მომხდარი ავარიის შესაძლო და არსებულ პირდაპირ და არაპრიდაპირ გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე და ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფოში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 9.
მართვის ცენტრის შემადგენლობა |
1. მართვის ცენტრი შედგება შემდეგი სამუშაო ჯგუფებისაგან:
ა) ანალიზის; ბ) რეაგირების; გ) საზოგადოებასთან, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის; დ) ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის, ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემისა და აღჭურვილობის მომსახურებისა და ორგანიზების; ე) რადიოაქტიური ნარჩენებისა და კონტამინაციის მართვის. 2. მართვის ცენტრი შედგება კოორდინატორისა და სამუშაო ჯგუფის წევრებისაგან. 3. მართვის ცენტრის კოორდინატორისა და თითოეული სამუშაო ჯგუფის წევრთა ვინაობას განსაზღვრავს მარეგულირებელი ორგანოს უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამავე ორგანოს თანამშრომელთაგან. 4. თითოეული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის მარეგულირებელი ორგანოს სულ მცირე ორი თანამშრომელი. 5. მარეგულირებელი ორგანოს ერთი თანამშრომელი შესაძლებელია იყოს მართვის ცენტრის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი, მაგრამ არაუმეტეს ერთდროულად სამისა. |
მუხლი 10.
მართვის ცენტრის სამუშაო ჯგუფებისა და კოორდინატორის უფლება-მოვალეობები
|
1. მართვის ცენტრის ანალიზის სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობებია:
ა) სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება რეაგირების რეესტრის საწარმოებლად; ბ) სხვადასხვა წყაროდან შესაბამისი განახლებული ინფორმაციის მიღება და ანალიზი; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად; დ) საერთაშორისო მონიტორინგის სისტემების მუდმივი კონტროლი, მოდელირება, იდენტიფიცირებული მონაცემების ანალიზი და გავრცელება მართვის ცენტრის სხვა ჯგუფებს შორის; ე) მართვის ცენტრის სხვა ჯგუფებისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზი; ვ) უწყებებისგან, ასევე, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი; ზ) შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მისაღებად საჭირო დამატებითი ინფორმაციის იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მის მისაღებად; თ) საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოს სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. 2. მართვის ცენტრის რეაგირების სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობებია: ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ადგილის შეფასება რადიოლოგიური საფრთხის დონის დასადგენად წინამდებარე ბრძანების დანართ № 2-ში და დანართ № 3-ში მოცემული მონაცემების შესაბამისად; ბ) საჭიროების შემთხვევაში, იმ ტერიტორიის განსაზღვრა, სადაც უნდა შეიზღუდოს თავისუფალი გადაადგილება და შეღწევადობა; გ) ადგილის შეფასება დამაბინძურებელი რადიონუკლიდის განსასაზღვრად; დ) რადიოლოგიური გაზომვების განხორციელება მაიონებელი გამოსხივების წყაროს პარამეტრების დასადგენად; ე) ადგილიდან მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება მართვის ცენტრის კოორდინატორისათვის. 3. მართვის ცენტრის საზოგადოებასთან, ბირთვული ან რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობებია: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კომუნიკაცია; ბ) იმ ინფორმაციის იდენტიფიცირება და მომზადება, რომელიც უნდა გავრცელდეს საზოგადოებაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. მართვის ცენტრის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის, ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემისა და აღჭურვილობის მომსახურებისა და ორგანიზების სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობებია: ა) წინამდებარე ბრძანების № 4 დანართში ჩამოთვლილი აღჭურვილობის მუდმივი ტექნიკური მზადყოფნა; ბ) მართვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე, საჭირო აღჭურვილობის მიწოდება მართვის ცენტრის წევრებისათვის, საჭიროების შემთხვევაში; გ) მართვის ცენტრის კოორდინატორისა და სხვა სამუშაო ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდება საჭირო და არარსებული რესურსების თაობაზე. 5. მართვის ცენტრის რადიოაქტიური ნარჩენებისა და კონტამინაციის მართვის სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობებია: ა) კონტამინირებული მოსახლეობის, ტერიტორიებისა და საგნების დეკონტამინაცია; ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო შენახვა; დ) მართვის ცენტრის კოორდინატორთან და სამუშაო ჯგუფებთან ჩამოთვლილი ქმედებების კოორდინირება. 6. მართვის ცენტრის კოორდინატორის უფლება-მოვალეობებია: ა) მართვის ცენტრის სამუშაო ჯგუფების უფლება-მოვალეობების შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი, მათ შორის, წევრებისათვის შესაბამისი ტექნიკური, რადიაციული დაცვის აღჭურვილობისა და ზოგადი გამოყენების ნივთების მიწოდების უზრუნველყოფა; ბ) ფუნქციონირების რეჟიმების მიხედვით, მართვის ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა; გ) მართვის ცენტრის სამუშაო ჯგუფების წევრების კანდიდატურების წარდგენა მარეგულირებელი ორგანოს უფროსისათვის; დ) მართვის ცენტრის წევრების გადამზადებისა და მართვის ცენტრის საქმიანობის სიმულირების კოორდინირება. |
მუხლი 11.
მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები მართვის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით |
1. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მართვის ცენტრის რეაგირების განმახორციელებელ წევრებს გააჩნდეთ შესაბამისი ცოდნა (მათ შორის, ალფა, ბეტა, ნეიტრონული და გამა გამოსხივების შეფასების, რადიოლოგიური კვლევის განხორციელების, დოზების შეფასებისა და კონტამინაციის კონტროლის წესების, ავარიული მუშაკების რადიოლოგიური დაცვის, დაცვითი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების გაცემის და სხვა).
2. მარეგულირებელმა ორგანომ მართვის ცენტრის წევრები უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დოზიმეტრებით. 3. მარეგულირებელმა ორგანომ მართვის ცენტრის შესაბამისი წევრები უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების № 5 და № 6 დანართებში მითითებული რადიაციული დაცვის აღჭურვილობითა და ზოგადი გამოყენების ნივთებით. 4. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მართვის ცენტრის წევრთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. მარეგულირებელმა ორგანომ სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყოს მართვის ცენტრის წევრთა გადამზადება და მართვის ცენტრის საქმიანობის სიმულირება. 6. მარეგულირებელი ორგანოს უფროსმა უნდა წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წინამდებარე ბრძანების № 7 დანართი მოცემული მონაცემების მითითებით. |
მუხლი 12.
მართვის ცენტრის შეკრება |
1. მართვის ცენტრი უნდა შეიკრიბოს კოორდინატორის გადაწყვეტილებით, მარეგულირებელი ორგანოს უფროსთან შეთანხმებით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის განვითარების შემთხვევაში; ბ) მართვის ცენტრის წევრობასთან დაკავშირებული გადამზადების ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად. 2. კოორდინატორს უფლება აქვს, მარეგულირებელი ორგანოს უფროსთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება მართვის ცენტრის შეკრების შესახებ, მაშინაც, თუ არ არის სახეზე ამავე მუხლის პირველ პუნქტში რომელიმე წინაპირობა. 3. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, მართვის ცენტრი უნდა შეიკრიბოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, კოორდინატორის მიერ განსაზღვრულ დროს, მარეგულირებელი ორგანოს უფროსთან შეთანხმებით. 4. მართვის ცენტრის შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს დაუყოვნებლივ ან კოორდინატორის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებიდან არაუგვიანეს 1 საათისა. 5. მართვის ცენტრის კოორდინატორის გადაწყვეტილება და შემადგენლობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აისახება ცენტრის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ შეკრების მონაწილეები და წარედგინება მარეგულირებელი ორგანოს უფროსს. |
მუხლი 13.
მარეგულირებელი ორგანოს მზადყონის შეფასება |
1. მართვის ცენტრმა, სრული შემადგენლობით (კოორდინატორისა და ყველა სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით), უნდა შეაფასოს მარეგულირებელი ორგანოს მზადყოფნა ყოველწლიურად ან/და განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან/და ტრანსეროვნული (ტრანსსასაზღვრო) ავარიის შემდეგ, კანონმდებლობით მარეგულირებელ ორგანოზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
2. შეფასებაში მართვის ცენტრმა უნდა შეიმუშავოს და მარეგულირებელი ორგანოს უფროსს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები გასაუმჯობესებელ საკითხებთან და მათი მოგვარების გზებთან დაკავშირებით, რაც უნდა მოიცავდეს ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. 3. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განსაზღვროს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მართვის ცენტრის ანგარიშებში მითითებული მართვის ცენტრის ადეკვატურ ფუნქციონირებასთან/მარეგულირებელი ორგანოს მზადყოფნასთან დაკავშირებული წინადადებების და რეკომენდაციების შესაბამისად. |
დანართი № 1
|
ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეწოდოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნისას
|
1. რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია:
I. შემთხვევის არსი
II. ადგილი
III. დრო, როდესაც შემთხვევა მოხდა
IV. იმ ორგანიზაციის დასახელება და სრული მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია, განახორციელოს რეაგირების ღონისძიებები იმ.
V. პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი, რომელიც განსაზღვრულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან მოთხოვნილ დახმარებაზე პასუხისმგებელ პირად.
2. საჭირო დახმარების ტიპ(ებ)ი:
I. საჰაერო კვლევა
II. რადიაციული მონიტორინგი
III. რადიონუკლიდის იდენტიფიკაცია
IV. მარეგულირებელი კონტროლის ქვეშ წყაროს დაბრუნება
V. რადიაციული უსაფრთხოების შეფასება და კონსულტაცია
VI. სამედიცინო დახმარება ან/და
VII. ბიოტესტირება ან/და კონსულტაცია
VIII. რადიოპათოლოგიური კვლევა ან/და კონსულტაცია
IX. ბიოდოზიმეტრია ან/და კონსულტაცია
X. ნარჩენების უსაფრთხოება და/ან კონსულტაცია
XI. სხვა, რომელიც უნდა დაკონკრეტდეს.
|
დანართი № 2
|
მონაცემები რისკების შესახებ სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით
|
წყარო: IAEA-TECDOC-1162 წყაროების ფიზიკური და ქიმიური ფორმა შესაძლებელია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდეს რადიოაქტიური მასალის გაბნევისათვის იმ შემთხვევაში, თუ წყაროს მთლიანობა დარღვეულია. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი № 3
|
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ტიპის მიხედვით განსახორციებელი მონიტორინგის დეტალები
|
|
დანართი № 4
|
მარეგულირებელი ორგანოს მფლობელობაში არსებული აღჭურვილობის ჩამონათვალი
|
|
დანართი № 5
|
რადიაციული დაცვის აღჭურვილობა
|
გამოსაყენებელი აღჭურვილობა დამოკიდებულია საფრთხის სიმძიმეზე და შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
|
დანართი № 6
|
ზოგადი გამოყენების ნივთები
|
|
დანართი № 7
|
განხორციელებული რეაგირების ანგარიშის ფორმა
|
შეჯამება
შემთხვევის მოკლე აღწერა, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები, რეაგირების ღონისძიებები, მიღებული გამოცდილება, ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები/წინადადებები (არსებობის შემთხვევაში)
I. შემთხვევის აღწერა i. მოვლენების განვითარება ii. შემთხვევის ადგილი გამოიყენე ყველა საჭირო აღწერილობითი მახასიათებელი: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, რაიონი, დაწესებულება, ლაბორატორია და სხვა. iii. შემთხვევის თარიღი (დღე და საათი) iv. საკონტაქტო პირი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი v. შემთხვევის პირობები დამასხივებელი, იზოტოპების წარმოება, სამრეწველო რადიოგრაფია, კვლევითი, სამედიცინო დიაგნოსტიკა/თერაპია, ტრანსპორტირება, საჯარო სივრცე, სამხედრო, არასამხედრო, ბირთვული კვლევა და განვითარება, სხვა (კონკრეტულად) vi. მაიონებელი გამოსხივების წყაროები ან მოწყობილობები გამოთვლილი აქტივობა; დააკონკრეტე ტრანსურანული ელემენტები, თრითიუმი, ხლეჩვის პროდუქტები, რადიონუკლიდები, მაგალითად: Co-60, Cs -137, Ir –192; დახურული წყაროები, რენტგენის დანადგარები, ამაჩქარებლები, სხვა). vii. გამოსხივების ტიპი Radiation type გამა, ბეტა, გამა-ნეიტრონული, რენტგენი, ალფა.
II. შემთხვევაზე რეაგირება აღმოჩენისას განხორციელებული თავდაპირველი ქმედება, დაცვითი ღონისძიებები ავარიული მუშაკებისათვის, მოსახლებისათვის, რემედიაციული ღონისძიებები.
III. შედეგები ადამიანების მიმართ i. დასხივების ბუნება გარეგანი დასხივება, გარეგანი კონტამინაცია, შინაგანი დასხივება ii. ჩართული პირების რაოდენობა დაშავებული, დასხივებული, კონტამინირებული პირების რაოდენობა iii. სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობა (არსებობის შემთხვევაში).
IV. შედეგები გარემოს მიმართ i. კონტამინაციის ტიპი ii. ჰაერის, წყლის, მიწის, საკვების პროდუქტების, საგნების კონტამინაცია iii. რადიოლოგიური კვლევისა და გარემოს მონიტორინგის შეჯამება iv. შესაბამისი ქმედებების განოხორციელების კრიტერიუმები v. ნარჩენების განთავსება.
V. დოზის შეფასება ავარიული მუშაკებისა და ჩართული პირების მიერ მიღებული დოზის კალკულაცია.
დასკვნები და რეკომენდაციები მიღებული გამოცდილება, შემდგომი ღონისძიებები, შემთხვევის პრევენციის რეკომენდაციები, რეაგირების გაუმჯობესება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები