დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016322 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №8 დადგენილების (ვებ-გვერდი www.matsne.gov.ge, 12.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016251) 1-ლი მუხლით დამტკიცებული ადმინისტრაციული და შესყიდვების სამახურის დებულებაში:
1. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მერის წარმომადგენელი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (შემდგომში წარმომადგენელი),არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მერი. 2.მერის წარმომადგენელი უკონკურსოდ ინიშნება თანამდებობაზე მერის უფლებამოსილების ვადით.“ 2. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის ასისტენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. მერის წარმომადგენლის ასისტენტი უფლებამოსილებას ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და უზრუნველყოფს: ა) მერის წარმომადგენლის დახმარებას მისი ფუნქციების განხორციელებისას. ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების გამოვლენას და მერის წარმომადგენლის დახმარებას აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების დაგეგმვაში. გ) ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავებას. ე) მერის წარმომადგენლის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულში ორგანიზების გაწევას სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას. ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმოებული დოკუმენტების აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და დადგენილი წესით საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument-ის მეშვეობით. ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები