„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016527
7
13/03/2020
ვებგვერდი, 17/03/2020
010260020.35.153.016527
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2020 წლის 13 მარტი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“   მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge. 010260020.35.153.016478, 12/02/2019), კერძოდ:

დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სამედიცინო  და  სოციალური დახმარების პროგრამის“

ა) მე-19 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 19. ცელიაკიით  დაავადებული  პირების  ფინანსური  დახმარება

1. დახმარება გაეწევათ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით (ფორმა №IV-100/ა) დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება.

2. დამხარების მისაღებად მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა);

)  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან სადაც რეგისტრირებულია პროგრამით მოსარგებლე;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

3. დახმარება გაიცემა კვარტალში ერთჯერ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე