„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016474
16
13/03/2020
ვებგვერდი, 17/03/2020
010250020.35.167.016474
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 13 მარტი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010250020.35.167.016340).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“  შეტანილ იქნას   შემდეგი ცვლილება

1. დებულების მე-3 მუხლის

ა) „ყ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ყ) მერიის თანამშრომლებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.“;

ბ) „წ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„წ) მერიის თანამშრომლებზე მოხელის კლასის მინიჭების საკითხის მომზადებას.“;

გ) „ხ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ხ) მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;“.

2. დებულების მე-5 მუხლის:

ა) „ზ“  პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ზ) მერიის თანამშრომლებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.“;

ბ) „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„კ) მერიის თანამშრომლებზე მოხელის კლასის მინიჭების საკითხის მომზადებას.“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია