დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.021875 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 81 მუხლის:
1. „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) დევნილთა განსახლების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;“. 2. „დ.ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. „დ.ნ“ და „დ.ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ნ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; დ.ო) შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები