„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.021872
160
12/03/2020
ვებგვერდი, 16/03/2020
300310000.10.003.021872
„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2020 წლის 12 მარტი

 ქ. თბილისი

„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021273) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2022 წლის 1 ოქტომბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ, განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნა –  III-IV კლასების შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;“.

3. მე-3 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2022 წლის 1 ოქტომბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს პირს, თუ მას აქვს:“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის  არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია