დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180/ო |
| დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 11/05/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 11/05/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.012.003.263 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/05/1998 - 20/01/1999)
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძ ა ნება №180/ო
1998 წლის 11 მაისი
ქ . თბილისი
სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ვბრძანებ :
1.0. დამტკიცდეს ტიპიური დებულება მრავალპროფილიანი დისპანსერის შესახებ (დანართი №1).
2.0. დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს , აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებთან და ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო , ქ . ფოთის და ქ . თბილისის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტებთან ერთად :
2.1. 1998 წლის ბოლომდე შექმნან სამხარეო ცენტრებში , რაიონებში და ქალაქებში მრავალპროფილიანი დისპანსერები .
2.2. ინფორმაცია აღნიშნული ბრძანების შესრულების შესახებ წარმოადგინონ 1999 წლის 1 იანვრამდე .
3.0. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან .
4.0. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად .
მინისტრი ა . ჯორბენაძე
დანართი №1
მრავალპროფილიანი დისპანსერის ტიპიური დებულება
1. მრავალპროფილიანი დისპანსერი (შემდგომში – დისპანსერი ) წარმოადგენს არასტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებას , რომელიც მოწოდებულია თავისი ფუნქციონირების ტერიტორიაზე განახორციელოს სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებებისას (ფთიზიატრიული , ფსიქიატრიული , დერმატოვენეროლოგიური , ონკოლოგიური , ენდოკრინოლოგიური , ნარკოლოგიური , ინფექციური , აივ -ინფექცია და სხვ .) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების
ორგანიზაცია .
2. დისპანსერის ორგანიზაცია სამხარეო და რაიონულ (ქალაქი ) ცენტრებში ხდება დადგენილი წესით .
3. დისპანსერი არის დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულება , რომელიც სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით . მას დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაცია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში და მიღებული აქვს სათანადო ლიცენზია , მონაწილეობს სახელმწიფო ცენტრალურ და მუნიციპალურ პროგრამებში .
4.0. დისპანსერის ამოცანებია :
4.1. სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია სპეციალიზებული დახმარების სახით სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებების (შემდგომში დაავადებების ) დროს ექიმ -სპეციალისტების (ფთიზიატრი , ფსიქიატრი , დერმატოვენეროლოგი , ონკოლოგი , ენდოკრინოლოგი , ნარკოლოგი , ინფექციონისტი და სხვა ) ძალებით ;
4.2. სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში სნეულებებით ავადმყოფთა აქტიური ადრეული გამოვლინება და მათზე სისტემატური მეთვალყურეობა ;
4.3. დადგენილი წესით სანიტარულ -ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება თავის კომპეტენციის ფარგლებში ;
5. დისპანსერი თავისი ამოცანების შესასრულებლად ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს :
5.1. ავადმყოფთა აუცილებელ გამოვლინებას და აღრიცხვას ;
5.2. ამბულატორიული , პოლიკლინიკური დაწესებულებების და სტაციონარების სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებების სფეროში ორგანიზაციულ -მეთოდურ ხელმძღვანელობას , მათთვის საკონსულტაციო დახმარების გაწევას . ღონისძიებების , პირველ რიგში დაავადებების დროული და ადრეული გამოვლინების , ჩატარებაში დახმარების გაწევას .
5.3. მონაწილეობს სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებებით ავადმყოფთა ან ამ დაავადებებზე საეჭვო პირთა მასობრივ კვალიფიცირებულ გამოკვლევებში .
5.4. აღრიცხვაზე აყვანილ ავადმყოფთა კონტინგენტის რეგულარულ დისპანსერულ მეთვალყურეობას და კონტროლს .
5.5. თანამედროვე მეთოდებით ავადმყოფთა კომპლექსური ამბულატორიული მკურნალობის და დაკვირვების ორგანიზაციას დისპანსერში და ბინაზე .
5.6. საჭიროების შემთხვევაში იმ ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციას , რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას .
5.7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მითითებით ინფექციურ ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფთა აღრიცხვის ორგანიზაციას .
5.8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მითითებით დაავადებების პროფილაქტიკისათვის მიმართულ გამაჯანსაღებელ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩატარებას .
5.9. მონაწილეობას იღებს ვაქცინაციების და რევაქცინაციების ჩატარებაში .
5.10. ფუნქციონირების ტერიტორიაზე თავის კომპეტენციის ავადობის და სიკვდილიანობის აღრიცხვას და ანალიზს , გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას .
5.11. სასამართლო -ფსიქიატრიული , ნარკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზებს .
5.12. დროებითი შრომისუუნარობის სისტემატურ ექსპერტიზას , შრომისუუნარობის ფურცლების გახსნას , გაგრძელებას და გაცემას , აგრეთვე დადგენილი სახის ცნობების გაცემას მოქმედი წესის შესაბამისად .
5.13. იმ პირთა გაგზავნას საექიმო შრომით -საექსპერტო კომისიაზე , რომელთაც აღენიშნება შრომის უნარის მყარად დაკარგვის ნიშნები .
5.14. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის დადგენილი წესით შეტყობინებას ინფექციურ , პარაზიტული და პროფესიულ დაავადებათა , მოსახლეობის მოწამვლის და სანიტარულ -ჰიგიენური მოთხოვნილების დარღვევის შესახებ .
5.15. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას .
5.16. ყველა გამოვლინებულ ავადმყოფთა ან ინფექციურ დაავადებაზე ეჭვმიტანილ პირთა სპეციალურ ჟურნალში ( სააღრიცხვო ფორმა №064 /უ ) გატარებას .
5.17. პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას და მათ რეგისტრაციას ჟურნალში (სააღრიცხო ფორმა N064 /უ ).
5.18. ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის , საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის დარგში მოსახლეობის ცოდნის ამაღლებისათვის მუშაობას .
6.0. დისპანსერის ორგანიზაციული სტრუქტურა :
6.1. ადმინისტრაცია
6.2. რეგისტრატურა
6.3. სპეციალიზებული განყოფილებები ( ექიმ -სპეციალისტების მისაღები კაბინეტები ) შემდეგ პროფილებში :
6.3.1. ფთიზიატრიული
6.3.2. ფსიქიატრიული
6.3.3. ონკოლოგიური
6.3.4. ნარკოლოგიური
6.3.5. ინფექციური
6.3.6. დერმატოვენეროლოგიური
6.3.7. ენდოკრინოლოგიური
6.4. დამხმარე -დიაგნოსტიკური განყოფილებები (კაბინეტები ), ლაბორატორიული , რომლებიც შედიან დაწესებულების შესაბამისი დანაყოფების შემადგენლობაში :
6.4.1. რენტგენის ;
6.4.2. ფუნქციური დიაგნოსტიკის ;
6.4.3. ენდოსკოპიური ;
6.4.4. ლაბორატორიები საერთო -კლინიკური , ბიოქიმიური , სეროლოგიური , ბაქტერიოლოგიური , ციტოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევებისათვის ;
6.4.5. აღრიცხვისა და სამედიცინო სტატისტიკის კაბინეტი .
7.0. დისპანსერი უზრუნველყოფს პერსონალისა და სტრუქტურული ქვეგანაყოფების ზუსტ აღრიცხვას . სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთიანი ფორმების მიხედვით ანგარიშების შედგენას და დისპანსერული მუშაობისათვის დამახასიათებელი სტატისტიკური მონაცემების ანალიზს დადგენილი წესის შესაბამისად .
8.0 დისპანსერის პერსონალი თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით , საქართველოს კანონით ჯანდაცვის შესახებ , საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბრძანებით და სხვა ნორმატიული აქტებით .
9.0. დისპანსერის მუშაობის დაგეგმვა , შტატების განსაზღვრა , სამედიცინო აპარატურით , ინსტრუმენტებით , ინვენტარითა და მოწყობილობით აღჭურვა ხდება დადგენილი წესით .
10.0. დისპანსერს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი , რომელიც ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესის მიხედვით .
11.0. დისპანსერების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები