„მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებათა შესახებ“

„მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 12/03/2020
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.55.067.016110
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
12/03/2020
ვებგვერდი, 12/03/2020
040030000.55.067.016110
„მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებათა შესახებ“
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2020 - 06/04/2020)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №01

2020 წლის 12 მარტი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიება“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი



მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიება

მუხლი 1. მიზანი

1. „მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების“ მიზანია მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტომ მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში დააწესოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამონაკლისი.

2. ამ  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაცემული მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადა იწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას და მისი გემიდან ჩამოსვლა შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი გემთმფლობელის ან/და საქართველოში მოქმედი საკრუინგო კომპანიის  წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს  არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან.

3. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სააგენტოში წარმოდგენილ წერილობით შეტყობინებაში  მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის ვადის გაგრძელების მიზეზი, ასევე, ნავსადგურის ან საიმიგრაციო უწყების შეტყობინება, რომ COVID 19-ის გავრცელების გამო მეზღვაურის გემიდან ნავსადგურში ჩამოსვლა შეუძლებელია. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს მეზღვაურის მოქმედი ხელშეკრულების ასლი.

4. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია დანართ №1-ში.

5. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს ელექტრონული რეესტრის წარმოებას.

 

 

დანართი №1

 

მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული წერილის ტიპური ფორმა

                                                                                                                                               20------

ყველა კომპეტენტურ ორგანოს ------------------------ 

საქართველოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ ადასტურებს, რომ მეზღვაური

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, რომელიც

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №)

 

 ამჟამად მუშაობს –––––––––––––––––       დროშის ქვეშ მცურავ გემზე –––––––––––––––––––––

                                       (სახელმწიფოს დასახელება)                                                                      (გემის სახელწოდება)

 

––––––––––––––––––––– თანამდებობაზე,

(თანამდებობა გემზე)

 

მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის  მოქმედების

 (დოკუმენტის №) 

ვადა გაუგრძელდა ––––––––––––––––მდე,

                                      (რიცხვი, თვე, წელი)                              

 

მეზღვაურის შეცვლის შეუძლებლობის გამო არსებულ რეისში.

 

უფლებამოსილი თანამდებობის პირის

 სახელი, გვარი,

 ხელმოწერა

 

 

The form of  Seaman's Book, Certificate of Competency/Proficiency validity

extension letter

(Model Letter)

To whom it may concern ------------------

     The LEPL "Maritime Transport Agency" confirms, that the seafarer ––––––––––––––––– who is currently working on board

 (Full name, date of birth, personal N)

a ship ––––––––––––– sailing under the –––––––––––– flag, for the position ––––––––––––––––––––– ,

          (Ship name)                                       (State name)                          (Position on the ship)

Seaman's Book, Certificate of Competency/Proficiency

(Document N)

 Is prolonged to ––––––––––––––––, until ––––––––––––––––, 

                                                (Day, month, year)                                        

Because of the impossibility of disembarkation of seafarer.

 

Authorized official

 First Name, Last Name,

 Signature