დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100030010.22.034.016945 |
|
პატიმრობის კოდექსის 120-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების თანდართული წესი. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების (შემდგომ – იზოლატორი) სამედიცინო პერსონალის (ექიმი) მიერ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (შემდგომ - ინფორმაცია) მიწოდების წესს. |
მუხლი 2.
ინფორმაციის მიწოდების მიზანი |
ინფორმაციის მიწოდების მიზანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის და პენიტენციურ სისტემაში დაავადებათა გავრცელების პრევენციის ხელშეწყობა. |
მუხლი 3.
ინფორმაციის მიწოდების საფუძველი და მოცულობა |
1. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების საფუძველია:
ა) იზოლატორის ექიმის მიერ გამოვლენილი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სუიციდის ჩადენის რისკი; ბ) იზოლატორის ექიმის მიერ სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე ეჭვი, რომლის დროსაც შემთხვევა საჭიროებს შეტყობინებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) იზოლატორის ექიმისთვის ცნობილი მტკიცებულება ან/და დასაბუთებული ვარაუდი იმ ინფექციური დაავადების შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით პირის განცალკევებას ან/და საკარანტინო ზომების მიღებას საჭიროებს. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შემდგომი გართულებებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების დაუყოვნებელ რეაგირებას ან/და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, იზოლატორის ექიმმა უნდა აღნიშნოს შესაბამის ფორმაში (დანართი №1). 3. ესკორტირების/ბადრაგირების ან დაწესებულებაში მიღების პროცედურებში ჩართული არასამედიცინო პერსონალისთვის ინფორმაციის შინაარსის ზეპირად მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვისთვის არის საჭირო და არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები. |
მუხლი 4.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობა |
იზოლატორის ექიმის მიერ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდება არ საჭიროებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ თანხმობას. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია. |
მუხლი 5.
ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადები |
1. ინფორმაციას კონვერტში ლუქავს იზოლატორის ექიმი. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტისთვის/სამედიცინო ნაწილისთვის მიწოდების მიზნით, დალუქული დოკუმენტი გადაეცემა ესკორტირების/საბადრაგო ჯგუფს. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს/სამედიცინო ნაწილს ინფორმაცია ამ წესის დანართი №1 შესაბამისად ესკორტირების/საბადრაგო ჯგუფის მიერ მიეწოდება დალუქული სახით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის პერსონალს ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია მიეწოდება დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსებისთანავე. |
მუხლი 6.
ინფორმაციის კონფიდენციალობა |
1. ამ წესით გათვალისწინებულ პირებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ ინფორმაცია.
2. სამუშაო საათებში ინფორმაციის შემცველ დალუქულ კონვერტს იღებს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი (არასამედიცინო პერსონალი), ხოლო არასამუშაო საათებში – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. დალუქული კონვერტის გახსნასა და ინფორმაციის გაცნობაზე უფლებამოსილია მხოლოდ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის სამედიცინო პერსონალი. 3. სასამართლო დარბაზიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, ესკორტირების/საბადრაგო ჯგუფი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს უბრუნებს იზოლატორის სამედიცინო პერსონალს და ინახება ან/და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები