დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 17/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.70.082.016019 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016002) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსები.“. 2) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო. ოქმს ხელს აწერენ სამდივნოს წარმომადგენელი და სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.“ 3) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო, ხოლო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები