„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016442
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41/04
12/03/2020
ვებგვერდი, 12/03/2020
220020000.18.011.016442
„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2020 - 09/02/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №41/04

2020 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/12/2018; ს/კ: 220020000.18.011.016366) დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-8 პუნქტები:
„6. ბანკი ვალდებულია ერთი და იმავე აუდიტორული ფირმისგან უწყვეტი 5-წლიანი სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღების შემდგომ, სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შერჩევის მიზნით გამართოს ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული ტენდერი. ტენდერის შედეგების გათვალისწინებით, ბანკის აუდიტის კომიტეტი, აუდიტორული ფირმის შერჩევის მიზნით, შესაბამის წერილობით რეკომენდაციას უგზავნის სამეთვალყურეო საბჭოს. წერილობითი რეკომენდაცია, სულ მცირე, ორი კანდიდატი აუდიტორული ფირმის შესახებ შეთავაზებასა და თითოეული აუდიტორული ფირმის უპირატესობის თაობაზე ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. ერთი და იგივე აუდიტორული ფირმისგან სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღება დასაშვებია არაუმეტეს 10 უწყვეტი  წლის განმავლობაში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ იმავე აუდიტორული ფირმისგან სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღებამდე, ბანკმა უნდა დაიცვას, სულ მცირე, 4-წლიანი შუალედი, რომელიც აითვლება 10-წლიანი ვადის ამოწურვის მომენტიდან.

8. კომერციული ბანკის სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორი და სხვა საკვანძო პერსონალი უნდა შეიცვალოს ყოველი უწყვეტი 5-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. ერთი და  იგივე გარიგების პარტნიორის და სხვა საკვანძო პერსონალის მიერ სავალდებულო აუდიტის პროცესის წარმართვა დასაშვებია, სულ მცირე, 3-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც აითვლება ამ პუნქტით განსაზღვრული უწყვეტი 5 წლიანი ვადის ამოწურვის მომენტიდან.“.

მუხლი 2. გარდამავალი დებულება
1. კომერციული ბანკები, რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისთვის არ შეესაბამებიან ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ უწყვეტ 10-წლიან ვადასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ან ერთი და იგივე აუდიტორული ფირმისგან სავალდებულო აუდიტორული მომსახურების მიღების უწყვეტი 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 2 წელზე ნაკლები პერიოდი აქვთ დარჩენილი, უწყვეტ 10-წლიან ვადასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ტენდერის გამართვის ვალდებულება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.


მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე