დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017299 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1811 მუხლის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის XIX3 თავით გათვალისწინებული წესით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის დაბრუნების მიზნებისათვის, ამ თავით გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფორმებში მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი პირის დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც დაფუძნებულია გადამხდელი ან სადაც მას გააჩნია მუდმივი დაწესებულება.“. 2. 7513 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გადამხდელისათვის ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოში მინიჭებული დღგ-ით დასაბეგრი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი;“. 3. 7517 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ ინსტრუქციის 7518 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და არ იქნა აღმოფხვრილი წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი;“. 4. 7518 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ინსტრუქციის 7513 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური გადამხდელის წარმომადგენელს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/ თანხის ნაწილის გადახდისას, საქონლის მიმწოდებლის/ მომსახურების გამწევის მიერ მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურა არ არის გამოწერილი ამ ინსტრუქციის დანართი №III-051 დადგენილი ფორმით.“. 5. NIII-28 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები