დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017889 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3024-რს, 5.07.2018 წ.) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში (სსმ, №78, 04/06/2007) და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების: ა) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასწავლებლის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასწავლებლის წლიურ ბალანსს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო);“; ბ.ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და ახალი სპეციალობების დამატების შესახებ;“; ბ.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;“. ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც უნდა იყოს სპეციალური საბალეტო განათლების, შემოქმედებითი და სასცენო გამოცდილების მქონე პირი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ.დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სასწავლებლის დირექტორთან ერთად იხილავს სასწავლებლის სასწავლო გეგმას, სასწავლო ცხრილსა და შინაგანაწესის პროექტს, სასწავლებელში მისაღებ კონტიგენტს“. გ) მე-5 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასწავლებელში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს სასწავლებლის დირექტორი. დასაშვებია კონტინგენტის კორექტირება, (შემცირება ან/და გაზრდა) სასწავლებელში შექმნილ საგამოცდო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე არაუმეტეს 24 მოსწავლისა.“; გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „სასწავლებელში სწავლების პირველ წელს მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები მე-5 კლასიდან.“; გ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „6. სასწავლებელი ახორციელებს ხუთწლიან საბაზო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების მოწმობა (სერტიფიკატი) და სამწლიან სკოლისგარეშე სახელოვნებო პროფილურ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას (ბალეტის მსახიობის, აგრეთვე თანამედროვე სახასიათო ცეკვების განხრით), რომლის დასრულებისას გაიცემა მოწმობა (სერტიფიკატი).“; დ) მე-6 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება.“; დ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 5. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“; ე) მე-7 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასწავლებელს შეუძლია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“; ე.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“; ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები