დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016136 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 12/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
ა) ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი: „ფ1) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის ორგანიზება, სამინისტროს პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ჩართვის მსურველთა განცხადებების ანალიზი, სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა.“; ბ) ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ჩართვის მსურველთა განცხადებებით წარმოდგენილი და სხვა საჭირო ინფორმაციის შესწავლის მიზნით საკითხის ადგილზე შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა.“; გ) ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1. სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის ორგანიზება, სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამებში ჩართვის მსურველთა განცხადებების ანალიზი, სისტემატიზაცია, სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამებში ჩართვის მსურველთა განცხადებებით წარმოდგენილი და სხვა საჭირო ინფორმაციის შესწავლის მიზნით საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა.“; დ) ბრძანების დანართი №31-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევაში, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა და მათზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“; ე) ბრძანების დანართი №31-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევაში, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა და მათზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები