„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017888
30/ნ
13/03/2020
ვებგვერდი, 13/03/2020
040030000.22.022.017888
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №30/ნ

2020 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების“ პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ბოლნისის მუზეუმი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი