დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016303 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28/02/2020, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016302) დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: წესდების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ცენტრის უმაღლესი მმართველობის ორგანო 1. ცენტრის უმაღლესი მმართველობის ორგანოა მთავრობა, რომელიც ასრულებს ცენტრის მაკონტროლებლის ფუნქციას. 2. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო (შემდეგში – სამეთვალყურეო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც, იმავდროულად, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 3. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მუდმივი და არამუდმივი წევრებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 15 (თხუთმეტი) წევრისაგან. 4. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების როტაცია ხდება ორ წელიწადში ერთხელ. 5. სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრების შემადგენლობაში, გარდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა, შედიან: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ბ) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 6. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შემადგენლობაში შედის არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული არაუმეტეს 10 (ათი) წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. 7. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრები შეირჩევიან არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები, კანდიდატის წერილობითი თანხმობა. ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა. დოკუმენტები მთავრობის აპარატში წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. იმ კანდიდატთა სია, რომლებიც წარდგენილი არიან ამ პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამავე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად, მთავრობის აპარატის მიერ წარედგინება მთავრობას განსახილველად. მთავრობა უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს მთავრობისათვის ცენტრის განვითარების კონცეფციის წარდგენა. მთავრობა უფლებამოსილია, მისთვის კანდიდატთა სიისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან, მთავრობის პირველივე სხდომაზე შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. თუ სამეთვალყურეო საბჭო ვერ იქნა შექმნილი ხმების თანაბრად გაყოფის გამო, მაშინ გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს მთავრობის თავმჯდომარე. თუ სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეიქმნა, მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს 10 დღის ვადაში მთავრობის სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატების ხელახალ წარდგენას ამ პუნქტით დადგენილი წესით. 8. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, ან გარდაცვლილად გამოაცხადებს, ან თუ 1 კალენდარული წლის განმავლობაში ის ზედიზედ 2-ჯერ არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და არ განახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ან თუ მისი ქმედება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტს ამ დებულებით დადგენილი ნორმების მიმართ, ან თუ მას სამეთვალყურეო საბჭოს 2/3 გამოუცხადებს უნდობლობას, ან თუ ის საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ან თუ გარდაიცვლება, მთავრობა პირველსავე სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის დაყენების უფლება აგრეთვე აქვთ სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის მიმართ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატორმა შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დაასაბუთოს მის მიერ წარდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი. ერთი ფაქტის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია. 9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 10. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იმართება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. 11. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ინიციატივით. 12. სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. სამეთვალ;ყურეო საბჭოს სხდომის დროს იწარმოება სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და მას ხელს აწერენ სხდომის მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. 13. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან რიგ საკითხებზე სამსჯელოდ მოიწვიონ სხვა ორგანიზაციების/დაწესებულების წარმომადგენლები, დამსწრეების სტატუსით, მათთვის კენჭისყრის პროცესში ხმის მიცემის უფლების გარეშე. 14. სამეთვალყურეო საბჭო მთავრობასთან შეთანხმებით: ა) განსაზღვრავს ცენტრის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) ამტკიცებს ცენტრის სამოქმედო გეგმებს; გ) ისმენს ფინანსური და სხვა სახის ანგარიშებს; დ) უფლებამოსილია მოითხოვოს გეგმური და სპეციალური გარე აუდიტი ან შეფასება ცენტრის საქმიანობის თაობაზე; ე) იხილავს ბიუჯეტის ათვისებისა და საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები