დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მძღოლის მართვის მოწმობების, ტექნიკური პასპორტისა და სანომრე ნიშნების ახალი ნიმუშით შეცვლის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 162 |
დოკუმენტის მიმღები | შინაგან საქმეთა სამინისტრო |
მიღების თარიღი | 21/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 21/04/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 370.012.003.241 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 162
1998 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
მძღოლის მართვის მოწმობების, ტექნიკური პასპორტებისა და სანომრე ნიშნების ახალი ნიმუშით შეცვლის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულებისა, და „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების, გაცემისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 მაისის №139 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აპრილის № 128 განკარგულების უზრუნველყოფის მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 1998 წლის პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს ქვეყანაში ძველი ნიმუშის მართვის მოწმობების, ტექნიკური პასპორტებისა და სანომრე ნიმუშების შეცვალა ახალი ნიმუშებით;
2. მოქალაქეები არ იქნენ დაშვებულნი ავტომოტოტრანსპორტის 1998 წ. წლიურ ტექნიკურ დათვალიერებაზე ძველი ნიმუშის მართვის მოწმობების, ტექნიკური პასპორტებისა და სანომრე ნიშნების შეცვლის გარეშე;
3. 1998 წლის პირველი აგვისტოდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ძველი ნიმუშების მართვის მოწმობები, ტექნიკური პასპორტები და სანომრე ნიშნები;
4. 1998 წლის პირველი აგვისტოდან ძველი ნიმუშის მართვის მოწმობებით, ტექნიკური პასპორტებით და სანომრე ნიშნებით ავტომოტოტრანსპორტის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლებს ჩამოერთვათ აღნიშნული დოკუმენტები, რისთვისაც იხელმძღვანელონ შსს საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ინსტრუქციის მესამე თავის, 3.23. პუნქტით;
5. მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით, საგზაო პოლიციის შესაბამისი სამსახურები გადავიდეს გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე;
6. აფხაზეთისა და აჭარის შს სამინისტროებმა, ქ. თბილისის, სამხარეო მთავარმა სამმართველოებმა (სამმართველოებმა), შსს საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ ჩაატარონ შესაბამისი ახსნა-განმარტებითი მუშაობა მოსახლეობაში და დააწესონ მკაცრი სამსახურებრივი ზედამხედველობა წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე;
7. ბრძანება გაეცნოს შინაგან საქმეთა საგზაო პოლიციის ყველა დანაყოფს;
8. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
მ ი ნ ი ს ტ რ ი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დოკუმენტის კომენტარები