დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021865 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის პარამეტრები და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვა 1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი, რომელიც მდებარეობს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე და ჩართულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტის №6 დანართით დადგენილ პარამეტრებს. 2. პირი, რომელიც ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომს, ამ რეგლამენტის №6 დანართით განსაზღვრულ პარამეტრებთან (გარდა ამ რეგლამენტის №6 დანართის მე-2 პუნქტით (ტერიტორიაზე და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შესვლა-გამოსვლის რიგის მარეგულირებელი სისტემა) გათვალისწინებული პირობისა) ამავე ავტოსადგომის მონაცემების შესაბამისობის დამადასტურებელ სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული შეფასების/ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემულ დასკვნას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო). აღნიშნული დასკვნა ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ავტოსადგომის ტერიტორიაზე ამ რეგლამენტის №6 დანართის შესაბამისად მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილების რაოდენობის შესახებ. 3. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ამ მუხლით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის მიზნით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). 4. სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელი უზრუნველყოფს ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებზე შემოსავლების სამსახურის მიმდინარე რეჟიმში (ონლაინ) წვდომას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსადგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში: ა) უნდა ასრულებდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ ვალდებულებებს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყოფდეს ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელებას, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მუდმივ (უწყვეტ) რეჟიმში მუშაობით. ამასთან, ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ავტოსადგომის შესასვლელი და გასასვლელი, ავტოსადგომზე შესული/ავტოსადგომიდან გასული თითოეული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი/სანომრე ნიშანი (ვიდეოკადრში სანომრე ნიშანი უნდა ჩანდეს მკაფიოდ და გარკვევით); გ) ვალდებულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 90 კალენდარული დღის განმავლობაში და მოთხოვნისამებრ წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა; დ) ჯეროვნად უნდა ასრულებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი საფასურის დღიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 30 ლარს. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავტოსადგომის მფლობელს ან/და ადმინისტრაციას უგზავნის წერილობით შეტყობინებას, სადაც მიეთითება ინფორმაცია: ა) ვალდებულების შეუსრულებლობის გამოვლენისა და მისი აღმოფხვრის ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს; ბ) ნაკლოვანებათა დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ავტოსადგომის რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან გამორთვის შესახებ. 8. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის მოთხოვნით: ა) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში ამავე შეტყობინებით გათვალისწინებულ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრებლობის შემთხვევაში; ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში. 9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, უზრუნველყოს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება: ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათში; ბ) ავტოსადგომის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში; გ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 102-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ამავე დადგენილების 115 მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში. 10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას (განმეორებით ჩადენილის გარდა), შემოსავლების სამსახური ავტოსადგომის მფლობელს ან/და ადმინისტრაციას უგზავნის წერილობით შეტყობინებას, სადაც მიეთითება ინფორმაცია ვალდებულების შეუსრულებლობის გამოვლენისა და იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ავტოსადგომის რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან გამორთვის შესახებ. 11. ამ მუხლის მიზნებისათვის, ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობად ჩაითვლება იმავე ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც ჩადენილია წინა ქმედების გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. 12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის შესახებ ინფორმაციის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსათვის მიწოდებას. 13. რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვის შესახებ განცხადება მიიღება სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ.“. 2. დანართ №6-ით („M2, M3, N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის პარამეტრები“) განსაზღვრული პარამეტრების მე-7 პუნქტის (შეღობილი და დაცული ტერიტორია) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება ასევე ვრცელდება მის ამოქმედებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომებზე. ამასთან, ასეთი ავტოსადგომის მფლობელი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 1 მაისისა უზრუნველყოს:
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების/მოთხოვნების შესრულება. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილების რაოდენობისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული შეფასების/ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული დასკვნის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 15 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები