დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის #290 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 301 |
დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016405 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №290 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №290 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, სარეგ. კოდი: 190020020.35.157.016394) დამტკიცებულ დანართში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 16432,0 ათასი ლარით.
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 9641.6 ათასი ლარით.
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 5347,0 ათასი ლარით.
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1443,4 ათასი ლარით.
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 10565,0 ათასი ლარით.
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 8973,7 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) არაფინანსური აქტივების ზრდა – 9238,7 ათასი ლარით (ხარჯი).
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 265,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -3106,7 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5867,0 ათასი ლარით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 3106,7 ათასი ლარით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 0 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი II
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება
|
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9786,9 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 890,0 ათასი ლარი.
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით
|
მუხლი 15.
განათლება
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2777,9 ათასი ლარი.
განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
„კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1480.0 ათასი ლარი.
„კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის“ პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 713.8 ათასი ლარი.
„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
|
თავი III
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 20.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 215,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 94.9 ათასი ლარი. ბ) ,, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 120.1 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 21.
სარეზერვო ფონდი
|
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 141,4 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები